ნიკა მელია: ივანიშვილის დაუოკებელი სურვილია, რომ ეკლესია მაქსიმალურად დაიქვემდებაროს

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთულია გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მე ვშფოთავ და ვღელავ ხვალინდელ და ზეგინდელ დღეზე, ანუ მომავალზე. ჯერ კიდევ ვხედავ ვითარების დარეგულირების მცირე რესურსს. დიახ, მე ვხედავ ბიძინა ივანიშვილის ხელს, რომელიც უხილავი უკვე აღარ არის. მათ აქვთ თავიანთი ამოცანა.

არსებობს დაუოკებელი სურვილი ივანიშვილის მხრიდან, რომ ეკლესია მაქსიმალურად დაექვემდებაროს გავლენების თვალსაზრისით. მარტივად რომ ავხსნა, დაახლოებით გაკეთდეს იგივე, რაც ხდება რუსეთის ფედერაციაში. იქ ეკლესია არის ერთ-ერთი რიგითი სამინისტრო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად