ნიკა მელია: ისეთ აქციას ვგეგმავდით, რომელიც ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს, მაგრამ ახლა სააკაშვილის პასუხს დაველოდოთ

ისეთ აქციას ვგეგმავდით, რომელიც ამ ქვეყანას 33 წელია არ უნახავს, მაგრამ ახლა სააკაშვილის პასუხს დაველოდოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

“ვაიძულეთ რეჟიმი და ხელისუფლება, რომ გაეკეთებინა ის განცხადება, რომელიც გააკეთა. ალბათ ისიც იცოდნენ, რას ვაპირებდით, თუ გაჟონა ამ ინფორმაციამ. ესეც არაძალადობრივი იქნებოდა, მაგრამ ბევრად მწვავე. ისეთი მწვავე, რომელიც ამ ქვეყანას 33 წელიწადია არ უნახავს, გადაჭარბების გარეშე ვამბობ ამას. ეს მთელი მსოფლიოს ყურადღებას მიიპყრობდა, მაგრამ ახლა ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? – ჩვენი მეგობრები შესულები არიან მიხეილ სააკაშვილთან და უნდა დაველოდოთ მის პასუხს. დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტილება იქნება სწორი, მან კარგად იცის, რომ მისი სიცოცხლე დაკავშირებულია ამ ქვეყნის სტაბილურობასთან. ვიცი, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგრამ უნდა დაველოდოთ. ამის შემდეგ, სანამ ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი, არ უნდა დავიშალოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება”, – თქვა ნიკა მელიამ.

მანვე მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს, რომ არ აყვნენ ხელისუფლების პროვოკაციას და მშვიდობიან ჩარჩოებს არ გასცდნენ.

კომენტარები
იტვირთება...