ნიკა მელია: ის, რაც იკადრეს დმანისში, რუსთავში არ შერჩება არც კობახიძეს, არც კალაძეს, არც ბიძინა ივანიშვილს

„ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ ადამიანზე, ვინც უბრალოდ დანა ყელში ჩაარტყა მშვიდობიანი აქციის მონაწილეს, მაგრამ დანარჩენი 20-მდე ადამიანი დაკითხულიც კი არ არის. ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ვინც არიან, მშვიდობიანი მოქალაქეები, ეს დანაშაული არ არის? რაც რუსთავში გაუკეთეს სამი დღის წინ ადამიანს, სახლთან რომ დახვდნენ? ვინ აკეთებს, ეს ბატონი კობახიძე ივანიშვილის კალაძის მეგობარი და თანამებრძოლი, რას აკეთებენ და როგორ აკეთებენ შუაგულ თბილისში დავინახეთ. ეს დაინახა ყველა ჩვენმა სტრატეგიული ქვეყნის ელჩმა საქართველოში და ამას ექნება შესაბამისი რეაგირება“

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისში ელჩებთან გამართული შეხვედრის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მას და “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირიპირების შესახებ გააკეთა განმარტება.

მისივე თქმით, დაპირისპირებაში შემოსულია ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე ძალადობს.

„თქვენც ხომ დარწმუნდით, რა არის რეჟიმი. ყველა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს ელჩმა საქართველოში ნათლად დაინახა ის, რაზეც ჩვენ წლების განმავლობაში ვსაუბრობთ, როდესაც ისინი არ ითვალისწინებდნენ ელჩების რეკომენდაციას. ის, რაც იკადრეს დმანისში, რუსთავში არ შერჩება არც კობახიძეს, არც კალაძეს, არც ბიძინა ივანიშვილს. ღმერთმა დაგვიფარა და დღეს ეს ორი ადამიანი არის ცოცხალი. როდესაც იდენტიფიცირებულია 20 მოძალადე, ფიზიკურად გაუსწორდა მშვიდობიან ადგილობრივ მოსახლეობას და თითქოს ეს ყველაფერი არ მომხდარა, ამაზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს და ამის არქიტექტორი შავზე გეუბნება თეთრს, ბუნებრივია, საკადრისი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები
იტვირთება...