ნიკა მელია: ირაკლი კობახიძის საცოდავობით ვიწვი, გულახდილი ვარ!

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’ წევრმა ნიკა მელიამ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ბატონი ირაკლი კობახიძის საცოდაობით ვიწვი, გულახდილი ვარ, ვიწვი ამ ადამიანის საცოდაობით. უკანასკნელ პერიოდში ორჯერ უწევს იმის გაკეთბა რაც რაც არ უნდა. ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარეობა დაატოვებინეს, ხალხმა, ბიძინა ივანიშვილმა უკარნახა წადი თორე ხალხი მოგვადგაო. მეორეჯერ გუშინ, თქვა ის რაც არ უნდა ეთქვა. დღეს ადამიანი გამოიყავნეს, რომელიც მაგონებს ( შეურაცხყოფის, პირადული განზრახვის გარეში) დაქოქილ თოჯინას, ესეთი ადამიანია ბატონი კობახიძე”,-აბობს მელია.

ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომ თუ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წელს ხმების 45% მაინც ვერ მიიღო, კოალიციის შექმნა შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს და მაღალია ალბათობა იმისა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება.

დღეს კი, ირაკლი კობახიძემ მონაცემები შეცვალა და ჟურნალისტებთან განაცხადა: “ჩვენი საარჩევნო ამოცანაა 50%-იან ნიშნულს ავცდეთ”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად