ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს: ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

“ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ. ხვალ გლდანის რაიონი პოლიტიკიდან გაგაცილებს”.

ამას პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი გლდანის საარჩევნო ოლქში, ნიკა მელია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა დამკვირვებლებს, ხვალ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე  ნიკანორ მელიაზე, დიმიტრი შაშკინზე და დევი ჭაკნოტაძეზე.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ხელკეტებით და ელექტროშოკებით აღწურვილი ეკიპაჟები.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანიდიდატები სოზარ სუბარი, ლევან კობიაშვილი და ირაკლი ქადაგიშილი საპარლამენტო არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, თავად წავა პოლიტიკიდან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად