ნიკა მელია: იმ პარლამენტში საიდანაც გამომიშვეს არც შევალ და არც მაქვს შესვლის სურვილი

იმ პარლამენტში საიდანაც გამომიშვეს არც შევალ და არც მაქვს შესვლის სურვილი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატმა გლდანში ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“იმ პარლამენტში საიდანაც გამომიშვეს არც შევალ და არც მაქვს შესვლის სურვილი. სხვა პარლამენტი იქნება, სხვა სემადგენლობით, რომელიც დარწმუნებული ვარ ქვეყანას გამოიყვანს რთული ვითარებიდან და პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ამ პარლამენტში მოხვდება პოლიტიკური პარტიების ძალიან ბევრი ლიდერი. მინიმალიზებული უნდა იყოს უსიტყვოდ მორჩილი დეპუტატები ყველა პარტიის რიგებში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად