ნიკა მელია: ჰარცელსა და დეგნანსაც ვეკითხები – ნუთუ გვჯერა, პოლიტსაბჭო რომ შეიკრიბა ივანიშვილს იქ არანაირი მონაწილეობა მიუღია?!

ჰარცელსა და დეგნანსაც ვეკითხები – ნუთუ გვჯერა, პოლიტსაბჭო რომ შეიკრიბა ივანიშვილს იქ არანაირი მონაწილეობა მიუღია?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ნუთუ ახლა თქვენ მაყურებელს სჯერა, რომ დღეს პოლიტსაბჭო რომ ეიკრიბა, იმსჯელა და ჩამოყალიბდნენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი და აქ არაფერ შუაში არ არის ბიძინა ივანიშვილი? ასეთივე კითხვა მექნება ნებისმიერ საერთაშორისო მეგობართან. იქნება ამერიკის ელჩი თუ კარლ ჰარცელი [ევროკავშირის ელჩი], ადამიანი, რომელთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს ჩამოყალიბებული. ნუთუ მართლა გვჯერა, რომ დღეს “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილმა არ მიიღო არანაირი მონაწილეობა ამ პროცესში, რადგანაც ითქვა, რომ ის წავიდა? აქ უნდა ვიყოთ გულწრფელები და როდესაც დავსვამთ დიაგნოზს, გამოსავალი ბევრად უკეთ გამოჩნდება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...