ნიკა მელია: გულზე მჯიღს რომ იცემ და იძახი, რევოლციას ვიწყებო და არ იწყებ, ხალხს დეპრესიაში აგდებ

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა ეკა კვესიტაძის და ნიკა გვარამიას გადაცემაში “”განსხვავებული აქცენტები.

“არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებები. არაფერი ისე არ აგდებს ჩვენს ამომრჩეველს ფლუსტრაციაში და არაფერი ისე არ იწვევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, მოავლ და დედას გიტირებ და არ მოდიხარ. ეს არ შეიძლება. არაფერი არ აგდებს დეპრესიაში, ვიდრე მსგავსი დამოკიდებულება. თავისუფლად შეგვეძლო ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა. ვიცოდით, რომ შუალედური არჩევნები იყო. მონაწილეობა რომ არ მიგვეღო ვინ გვეტყოდა რატომ არ მიიღეთო.

თუ ეს არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას და არ იწყებ ამ რევოლუციას, ამით უარეს სასორწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩეველს. არ შეიძლება ასეთი წინდაუხედავი განცხადებები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვის გულისხმობს? – ნიკა მელია პასუხობს, რომ მიმხვედრი მიხვდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...