ნიკა მელია: გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატი გლდანის საარჩევნო ოლქში, ნიკა მელია აცხადებს, რომ გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი.

“უკანასკნელი მონაცემებით, გლდანის რაიონში უპირობოდ მარცხდება „ქართული ოცნების“ კანდიდატი კობიაშვილი. მათ იციან ეს და ხედავთ, რას აწყობენ. მობილიზაციაა ყველა კრიმინალის. იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ პირველ მიკრორაიონში, 84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით, ვინმე დათო კვიჟინაძემ, რომელიც კახი კალაძის ბავშვობის მეგობარია, იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებლებს. ამ დროს პოლიციელები მივიდნენ და ჩვენი დამკვირვებელი, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელი იყო საარჩევნო უბანზე, ირაკლი ეძგვერაძე, ჩემი მეგობარი დააკავეს. ჩვენ არ ვიცით მისი ადგილსამყოფელი და ადვოკატებიც ვერ პოულობენ. ეს არჩევნები დიდი სხვაობით გაქვთ წაგებული და როგორც ვატყობ, არამხოლოდ გლდანის რაიონში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად