ნიკა მელია: გლდანის 84-ე ოლქში კალაძის ბავშვობის მეგობარმა იარაღი დაუმიზნა ჩვენ დამკვირვებელს

უკანასკნელი მონაცემებით გლდანის რაიონში “ქართული ოცნების” კანდიდატი კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი და ოპოზიციის საერთო კანდიდატი გლდანის სამაჟორიტარო ოლქში ნიკა მელიამ განაცხადა ბრიფინგზე.

ის მიმართავს ბიძინა ივანიშვილს და ვახტანგ გომელაურს, რომ “ხელი აიღონ დანაშაულის ჩადენაზე”.

“რაც გლდანის რაიონში ხდება, მისი სულის ჩამდგმელი არის ხელისუფლება კრიმინალთან ერთად. უკანასკნელი მონაცემებით გლდანის რაიონში “ქართული ოცნების” კანდიდატი კობიაშვილი უპირობოდ მარცხდება. ეს მონაცემი რომ არ მქონდეს, არ ვიტყოდი. იციან მათ არანაკლებ უკეთ, ვიდრე მე და ჩემმა შტაბმა ვიცით. მობილიზება არის ყველა კრიმინალის, იქამდე მივიდნენ, რომ კრიმინალები და პოლიციელები ერთად მივარდნენ 84-ე საარჩევნო უბანთან და იარაღის მუქარით. ეს იყო ვინმე დათო კვიჟინაძე, რომელიც არის კახი კალაძის ბავშვობის მეგობარი. მან იარაღი ამოიღო, მოიყვანა საბრძოლო მოქმედებაში და დაუმიზნა იქ მყოფ ჩვენს დამკვირვებელს, რომელიც ჩემი შტაბის წევრია, ირაკლი ეძგვერაძე დააკავეს.

მივმართავ ბიძინა ივანიშვილს და გომელაურს, ხელი აიღეთ დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენ ხმებს ვიცავთ და არ გაგაყალბებინებთ. საარჩევნო უბნის შიგნით არ გიშვებთ რომ არ ჩაშალოთ არჩევნები. მივმართავ ამ ქვეყნის მხარდამჭერებს, კრიტიკული საათები მოდის და ხმებს სჭირდება დაცვა. მობრძანდით გლდანის ცენტრალურ შტაბში, რათა გადავნაწილდეთ და მშვიდობიანად დავიცვათ ხმები”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად