ნიკა მელია: გიორგი ვაშაძეზე აუგს არ ვიტყვი და არც იმას, რასაც შეიძლება ვფიქრობდე

“რა მოხდა, ამის განხილვას არ ვაპირებ. ბევრი უკვე ითქვა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მინდა გთხოვოთ, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პრობლემა მოგვარებადია.

“რა მოხდა, ამის განხილვას არ ვაპირებ. ბევრი უკვე ითქვა და ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საუბარი არ მინდა. მინდა გთხოვოთ, რომ ამ თემაზე არ ვისაუბროთ. ვცდილობ, რომ ყველა თემაზე ვიყო გულწრფელი და ეს ის საკითხია, როდესაც გიორგი ვაშაძეზე აუგს არ ვიტყვი და არ ვიტყვი არც იმას, რასაც შეიძლება ვფიქრობდე. მე ვფიქრობ, რომ ყველა პრობლემა მოგვარებადია.

არ იყო სასიამოვნო რაც მოხდა და რამაც გამოიწვია ეს უსიამოვნება. პატარა პრობლემიდან წარმოიშვება ხოლმე დიდი პრობლემა და ეს პრობლემა გაიზარდა და გაიზარდა ძალიან მოკლე პერიოდში. ამიტომ, გიორგი ვაშაძეზე საუბარს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ამ საკითხს უნდა დაესვას წერტილი. ჩვენ არ უნდა გავახაროთ ჩვენი მოწინააღმდეგე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად