ნიკა მელია: გიორგი გახარია ერთ-ერთ მკაფიო ადგილს დაიკავებს დამნაშავეთა რიგებში

“გიორგი გახარია არ ემახსოვრებათ, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ აუცილებლად დაამახსოვრდებათ, როგორც მსჯავრდებული. “,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ ტვ პირველთან საუბრისას განაცხადა.

“პრემიერი, გიორგი გახარია არ ემახსოვრებათ, როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ აუცილებლად დაამახსოვრდებათ, როგორც მსჯავრდებული. მე ასე ვფიქრობ და გულახდილი ვარ. არ დაამახსოვრდებათ, ისე როგორც არ ახსოვთ ბატონი ალექსანდრე ჭიკაიძე.

განსხვავება ჭიკაიძესა და გახარიას შორის იქნება ის რომ გიორგი გახარია დაიკავებს ერთ-ერთ მკაფიო ადგილს დამნაშავებთა რიგებში. არავის შერჩენია ეს უახლოეს წარსულში. არც წინა ხელისუფლების დროს, არც იმის წინა ხელისუფლების დროს. არცერთ მაღალჩინოსასნ არ შერჩენია მსგავსი უტიფრობა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მიმართ.”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად