ნიკა მელია: “გაზპრომი“ ეწინააღმდეგება ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს

„გაზპრომი“ არის რუსეთის ბერკეტი, გაგვხადოს მასზე დამოკიდებული, – განუცხადა „აიპრესს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ.

„სრულიად წარმოუდგენელია, რასაც ბატონი ივანიშვილი ცდილობს. პირველ რიგში, პოლიტიკურად წარმოუდგენელია და მეორე, ივანიშვილი ამ საქმით დაინტერესებულია, როგორც ბიზნესმენი. მოგეხსენებათ, მისი წილი არის 1% ყველაზე მომგებიანი გაზის კომპანიაში. საზოგადოება საკმაოდ გათვითცნობიერებულია ამ თემაში. გამორიცხულია, რომ ეს საქართველოში მოხდეს. მაინც საჭირო იყო, რომ ეს პროტესტი დაინახოს ივანიშვილმა. არანაირი „გაზპრომი“ არ შეიძლება, რომ საქართველოში შემოვიდეს. ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს. ეს არ არის რეალურად გაზი. ეს არის რუსეთის ბერკეტი, გაგვხადოს მასზე დამოკიდებული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ამ ბრძოლაში, რომელსაც ჩვენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის გვჭირდება რუსეთი „გაზპრომს“ იყენებს იარაღად“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად