ნიკა მელია: გახარია კობახიძეებმა დაჩაგრეს, გაბრაზებულს ჩემი შესაძლებლობა წამოეწია და ვითომ ატკინა

გახარია კობახიძეებმა დაჩაგრეს, გაბრაზებულს ჩემი შესაძლებლობა წამოეწია და ვითომ ატკინა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ეს ადამაინი არაფრით განსხვავდება ბიძინა ივანიშვილისგან. არ ვამბობ, რომ გახარია ბიძინა სპროექტია. უბრალოდ შიდა გუნდში როდესაც ხდება უთანხმოებები… ვერ აჯობა კობახიძეებს, დაჩაგრეს და გაბრაზებულს ჩემი შესაძლებლობა წამოეწია და ვითომ ატკინა. რეალური პრემიერ-მინისტრი თუ მართლა არ ეთანხმებოდა ჩემ დაჭერას… პრემიერი ხარ, კანცელარიის უფროსი ხომ არ ხარ ან განყოფილების უფროსი?! გადააყენე გომელაური, მოიწვიე პრესკონფერენცია, დაითხოვე მთავრობა. ამას სჭირდება პოლიტიკური შნო, რომელიც არ აქვს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...