ნიკა მელია: ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს

” რა ვიცი ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

“მომიხსნეს ყველაფერი ამ სამაჯურის გარდა. როგორც ჩანს ყველაფერს აკეთებენ, რომ აუტკივარი თავი აიტკიონ. ეს ადამიანები ჭკვიანურს უკვე ვეღარაფერს გააკეთებენ. უნდა აღიარონ, რომ სუსტები არიან და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს, ამის არიარებას არ აპირებენ მაგრამ წინ გაწვებიან რქებით. ველოდებოდი იმას, რაც დღეს მოხდა. ვიღაცამ იფიქრა ალბათ ეს საქმე ხომ არ შემოვდოთ თაროზე რაში გამოგვადგება ვინ იცისო და აი გამოადგათ. თავისთვის კარგი განაჩენიც ვერ გამომიტანეს, დამაჯარიმეს უბრალოდ. სამაჯური დამადეს, სახლში რაღაც აგრეგატი დავუყენეთ, პასპორტი ჩამოვართვით, მიტინგზე სიტყვით გამოსვლის უფლებით შევზღუდეთ, რა ვიცი ერთი თმა არ გადამინერგეს, თორემ ყველაფერი გამიკეთეს“ – განაცხადა ნიკა მელიამ

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად