ნიკა მელია: ენმ თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს თმობს, საარჩევნო კამპანიას სამგორსა და გლდანში იწყებს

“ნაციონალური მოძრაობა”, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, თმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან 6 მაჟორიტარულ ოლქს”-“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საარჩევნო კამპანიას გლდანსა და სამგორში დღეიდან იწყებს.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არ გამოდის ვიწროპარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის.

“ამით ჩვენ ვდემონსტრირებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ არ გამოდის პარტიული ინტერესიდან და არ იბრძვის საკუთარი პარტიული რეზულტატის გაუმჯობესებისთვის. ვიბრძვით ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისთვის. ხვალიდან საარჩევნო კამპანიას ვიწყებთ ორ რაიონში, ეს არის სამგორი და გლდანი.”-ამბობს ნიკა მელია.

აამასთან მელიას თქმით, “რეგიონებში ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ უნდა დავიწყოთ აქტიური საარჩევნო კამპანია და ამით დავხუროთ უსაგნო პოლემიკა ოპოზიციურ პარტიებს შორის,” – განაცხადა ნიკა მელიამ გუშინ დღის ბოლოს გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად