ნიკა მელია: ემოციურად არ იყო ადვილი იმ ტრიბუნაზე დგომა, სადაც ჩემი დაკავებისთვის ღილაკს ორჯერ მიაჭირეს თითი

ემოციურად არ იყო ადვილი იმ ტრიბუნაზე დგომა, სადაც ჩემი დაკავებისთვის ღილაკს ორჯერ მიაჭირეს თითი, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მართლაც უცნაურად ვითარდება ჩემი და მათი ურთიერთობა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ორჯერ ხომ იმუნიტეტი შემიჩერეს, ერთხელ გამომაგდეს პარტლამენტიდან და ერთხელ დამიჭირეს. ემოციურად ნამდვილად არ იყო ადვილი დგომა იმ ტრიბუნასთან, სადაც ხედავ, რომ დაახოებით 44-45 ის ადამიანია, რომლებმაც მეორედ მიაჭირეს ჩემი დაკავებისთვის ღილაკს ხელი.

თან ერიდებათ თქმა და მესმის მათიც – ამბობენ, მელიასთვის ციხის საგზური კი არ გამოვწერეთ, იმუნიტეტი მოვხსენითო. არადა მოვიდა პროკურორი და თქვა, რომ ვითხოვ მელიას დაპატიმრებას და ამისთვის თქვენი უფლება მჭირდებაო. იმასაც კი ვერ ამბობენ, რომ კი, დასაჭერი იყო და დავიჭირეთო”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...