ნიკა მელია: დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუსის უფროსმა, ივანიშვილის გებელსმა – გრიგოლ ლილუაშვილმა

“დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა სუსის უფროსმა, ივანიშვილის გებელსმა – გრიგოლ ლილუაშვილმა.”

ამის შესახებ ოპოზიციის მერობის კანდიდატმა და “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ ფარული ჩანაწერების საკითხთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ქართველებო, საქართველოს მოქალაქეებო ვგრძნობ და ვიცი, რომ გინდათ ცვლილებები, რომ გჭირდებათ ცვლილებები, რომ წახვიდეთ წინ, კარგ მომავალში. წახვიდეთ თქვენც და თქვენი სამშობლოც. მაგრამ მოდით ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ – ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენს ხელშია, სწორედ არჩევნების დღეს თქვენი ერთი ხმა არის ძლევამოსილი, რომლითაც ჩვენ პოლიტიკოსებს გვაკისრებთ პასუხისმგებლობას ვიყოთ თქვენს სამსახურში.

ამ ერთი ხმით, თქვენ გადაარჩენთ ქართულ სახელმწიფოს. ამ ერთი ხმით, თქვენ გადაარჩენთ ქართულ ეკლესიას. ამ ერთი ხმით თქვენ გადაარჩენთ თითოეულს, ვინც თქვენთვის ძვირფასია. ამ ერთი ხმით თქვენ გადაარჩენთ სამშობლოს მომავალს, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას.

გამოიყენეთ ეს ძალა, რომელიც მხოლოდ თქვენ გაქვთ. დავამარცხოთ ეს მოძალადე, ბოროტმოქმედი, უზნეო, ამორალური ხელისუფლება და პირველი, რასაც გამარჯვების შემდეგ მე და ჩემი გუნდი გავაკეთებთ, გპირდებით, იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურად წოდებული ჟანდარმერიის გაუქმება.

მე პირობას ვდებ, რომ პოლიტიკური პოლიცია, იქნება ეს კგბ, სუკი, კუდი, სუსი თუ ჯანდაბა, გაუქმდება. არ იარსებებს ქვეყანაში თქვენი გადასახადებით დაფინანსებული უწყება, რომელიც თქვენვე გისმენთ და გაშანტაჟებთ! არ იარსებებს ღირსების და თავისუფლების ფეხქვეშ გამთელავი მანქანა, რომელიც სახელმწიფოს სახელს ამოფარებული, თქვენ გერჩით და გისმენთ

ეს მოხდება 100% მე ამის პირობას ვდებ და რადაც არ უნდა დამიჯდეს.ამას მივაღწევ მეგობრებთან ერთად და ამის მთავარი გარანტი ქვეყნის კოალიციური მმართველობა იქნება!

კომენტარები
იტვირთება...