ნიკა მელია: ჩვენს ძლიერ პოლიტიკურ პარტნიორად მიგვაჩნია “რესპუბლიკური პარტია”

“ჩვენ ჩამოვყალიბდებით რა ფორმატში მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას “ნაციონალური მოძრაობა”. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში” – განაცხადა “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ნიკა გვარამიასთან.

მისი თქმით, ეს უნდა გაკეთდეს ძლიერ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად. ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვის მიიჩნევს ის ძლიერ პოლიტიკურ პარტნიორად, ნიკა მელიამ განაცხადა: არიან, რა თქმა უნდა, მაგალითად “რესპუბლიკური პარტია”, მათი გამოცდილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისევე, როგორც “ნაცმოძრაობის”, ნახელისუფლარი პარტიის გამოცდილებაა მნიშვნელოვანი” – განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ აბსურდის თეატრში მონაწილეობას არ მივიღებ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ხვალიდან სახლში ჯდომას აღარ აპირებს, ხვალიდან ნებისმიერ ღონისძიებას დაესწრება და ამის შესახებ პროკურატურას არ შეატყობინებს.

“რეალურად ადვოკატიც არ არის საჭირო ივანიშვილის პირობებში, რადგან ყველაფერი ფარსია. ჩვენ დღეს მაინც დავაყენებთ შუამდგომლობას სამაჯურის მოხსნაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც შევალ, ისე გამოვალ ამ სამაჯურით. თუმცა, არ ვაპირებ ამის გამო შევზღუდო ჩემი საქმიანობა, რადგან ეს არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა გვარამიასთან ეთერში კი განაცხადა, რომ მიუხედავად გამუდმებული მცდელობისა, ის მაინც ვერ “გადატეხეს”.

გვარამიას კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ის გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, ნიკა მელიამ განაცხადა: ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით, სადაც ვიწროა იქ გაწყდეს და მას მიუღებლად მიაჩნია ნებისმიერი კომპრომისი. ბევრი მიზეზის გათვალისწინებით აკეთებს ამას, მათ შორის ერთი ისაა, რომ თუ ის აჩვენებს სისუსტეს, “ქართული ოცნების” რიგებში ბევრია აღჭურვილი კომპრომატით. როგორც კი ეს ჯგუფი შეამჩნევს, რომ ივანიშვილი დასუსტებულია, შესაძლებელია იმაზე ადრე დაამთავროს იქ ყოფნა სადაცაა, ვიდრე მას ეს წარმოუდგენია. გახარიაც იმიტომ დანიშნა, რომ მისი გაშვება სისუსტის გამოვლინებად მიაჩნდა.”

მისი თქმით, გახარიას პრემიერად დანიშვნის მიზეზი არჩევნებიცაა: არის ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ მოდით სიმართლეც ვთქვათ, სხვებთან შედარებით, ის მეტრია.  “ქართული ოცნების” პოლიტ ელიტას თუ შევადარებთ, მათთან შედარებით მეტრია.

ნიკა გვარამიას რეპლიკაზე, რატომაა მეტრი, არცერთი წარმატებული საქმე მას არ გაუკეთებია, მელიამ უპასუხა, რომ ცდილობდა ბიძინა ივანიშვილის გადმოსახედიდან ესაუბრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად