ნიკა მელია: ჩემი შეურაცხყოფაა კობახიძე ციხით რომ მემუქრება, რამდენჯერ უნდა დამემუქრონ, ბრძოლაზე უარს ვიტყვი?!

ჩემი შეურაცხყოფაა კობახიძე ციხით რომ მემუქრება, რამდენჯერ უნდა დამემუქრონ, ბრძოლაზე უარს ვიტყვი?! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ივანიშვილს ყველა ილეთს ექნება შესაბამისი ილეთი დაპირისპირებული. ოღონდ სამართლიანი, მტკიცე და მართალი. მოვუწოდეთ მხარდამჭერებს და მათ გაიგეს. რამდენიმე თვიანი ბრძოლაა და ხალხი გვჭირდება ჯანმრთელები იყვნენ სახეზე. ახალგაზრდები, რომლებიც რჩებიან თავიანთი ინიციატივით, ბუნებრივია მათ პოლიტიკოსები ვერ მივატოვებთ.

ძალადობაა, მაგრამ რეალურად ნირწამხდარი ხალხის ძალადობაა და ღრმად ჩაფიქრებული ხალხის ძალადობაა. პარადოქსალურად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ თან ძალადობს და თან ეშინია ხვალ და ზეგ პასუხს მოსთხოვს ხალხი. რითი უნდა დაგვაშინონ. კალაძე და კობახიძე რომ გამოდიან, რამდენჯერ უნდა დამემუქრონ ციხით?! უარს მათქმევინებენ ბრძოლაზე თუ რა იქნება?! კობახიძე დაჭერით რომ გემუქრება, ეგ არის ჩემი შეურაცხყოფა”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად