ნიკა მელია: ჩემი საქმიანობა იქნება მჭიდრო კავშირში მიხეილ სააკაშვილთან

“თუ ჩვენ ვერ განვახორციელეთ რეფორმები, შეიძლება ზოგიერთები გამინაწყენდნენ შიგნით, მე ეს პასუხიმგებლობა ავიღე მხოლოდ და მხოლოდ იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ვხედავ რომ არის გარდაუვალი”.

ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეულა ლიდერმა ნიკა მელია გადაცემაში “პოსტ ფაქტუმ” განაცხადა

მისი თქმით, პარტიის შიგნითაც და პარტიის გარეთაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩაკარგულები არიან და იმსახურებენ, წინა პლანზე წამოწევას.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის ნება, არ იქნებოდა ელექტრონულ არჩევნები, ხოლო რაც შეეხება პარტიის მიხეილ სააკაშვილთან.

“ეს ხომ ვერ მოხდებოდა მიხეილ სააკაშვილის ნების გარეშე. მინიმუმ არჩევნები არ ჩატარდებოდა ელექტრონულ ფორმატში ადამიანი ხედავს იმაზე ფართოდ, ვიდრე ბევრი ხედავს ამ ქვეყანაში და არა მარტო ამ ქვეყანაში… მე ვინც მიცნობს, რომც მოვინდომო მინიმალური თავმჯდომარე ვერ ვინები, ჩემი საქმიანობა, ბუნებრივია, იქნება მჭიდრო კავშირში მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ მართვა პარტიის იქნება საქართველში” – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მთავარი მიზანი ახლა პარტიის ელექტორატის გაზრდა და სხვა პარტიებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაა.

შეგახსენებთ: “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარტიის თავმჯდომარედ ნიკა მელია ოფიციალურად დაამტკიცა. პარტიის ცენტრალურ ოფისში 27 დეკემბერს, ყრილობა გამართა და ელექტრონული წესით არჩეული თავმჯდომარე ოფიციალურად დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად