ნიკა მელია: ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი გაბანკროტებული პოლიტიკოსია, დიდი შოკი მიიღო

ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი გაბანკროტებული პოლიტიკოსია, რომელისაც დიდი შოკი აქვს მიღებული ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“კოლექტიურად ბექა ოდიშარიებმა უნდა მიაჭირონ ხელი იმ ღილაკს, რომელზეც არ უდნათ ხელის მიჭერა მაგრამ უღირთ. აბსურდული საქმე იყო თავდან ბოლომდე შეკერებილი. 25 ადამიანს განრიდებას არ გაუკეთბდნენ და მარტო მე არ შემომტოვებდნენ ამ საქმეში. ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია რომ ამოცანა, რომელიც ვერ შეასრულა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მე შემოვრჩი დეპუტატად პარლამენტში. სამაჯური კი მიკეთია, ოდნავ გამანეიტრალა პოლიტიკური პროცესებისგან ამომაგდე პოლიტიკური ფორმიდა, არა იმდენადაც რამდენადაც მას სურდა. “,-ამბობს ნიკა მელია.

ნიკა მელიას თქმით, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თავლი რეალობას გაუსწოროს.

“ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თავლი რეალობას გაუსწოროს. იმოქმედოს საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად. დღის წესრიგს ადგენს საზოგადოება. ივანიშვილის ინტერვიუ საკუთარი გუნდის წევრების გამხნევებას ემსახურებოდა. სად უშვებს იცით ბიძინა ივანიშვილი დიდ შეცდომას?! მას გონია თუ ოპონენტებს დააკავებს ასე უსამართლო პოლიტიკური დევნით გაამხნევებს უნდის წევრებს. პირიქით ისინი ინგრევიან”,-ამბობს ნიკა მელია.

რამდენიმე წუთის წინ “ქართუ” ბანკის ეპიზოდზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე 25 000 ლარით დააჯარიმა.

ამასთან სასამართლო გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ორი წლით და სამი თვით პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება შეუზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად