ნიკა მელია: ჩემ შტაბში იყო ერთი პირი, რომელიც 7 ნოემბერს ისე სცემეს, რომ დღემდე კორსეტით დადის

გლდანში ადამიანებს ავუხსენი რა მინდოდა. შედეგად მოხდა ის, რომ გლდანის რაიონში გავიმარჯვეთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

კითხვაზე,მათ შორის ისეთებიც თუ იყვნენ, რომლებიც წინა მმართველობის დროს იყვნენ უსამართლოდ დაჩაგრულები? – პასუხობს, რომ კი.

“ჩემი შტაბის ერთ-ერთი წევრი იყო ის, ვინც პირველად შემოხაზა 5-იანი, ის 7 ნოემბერს ნაცემი იყო ისე, დღემდე კორსეტით დადის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო. ჩემ შტაბში ვინც იყვნენ 50% მანამდე არ ყოფილან “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები.

რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რომ ნახელისუფლარი პარტია ვართ და საზოგადოებასთან მეტი მუშაობაა საჭირო, დავარწმუნოთ, რომ საკუთარ შეცდომებზე თვითნასწავლი ხალხი ვართ. შეცდომებით კედელზე ცხვირმირტყმულები ვართ. ხშირ შემთხვევაში მძიმე დანაშაულზე. ეს ჩვენი ნეგატიური გამოცდილებაა, მაგრამ ამავე დროს არის კაპიტალი. ნახელისუფლარი პარტია ნიშნავს, რომ გამოცდილი პარტიაა. იცის რა როგორ გააკეთოს და რა როგორ აღარ გააკეთოს”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად