ნიკა მელია: ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა, რადგან ფონოგრამა აერიათ… თმები ყალყზე დამიდგა

ბუბა კიკაბიძემ რუსულად იმღერა, რადგან ფონოგრამა აერიათ… თმები ყალყზე დამიდგა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ოპოზიციის საერთო კანდიდატმა გლდანში ნიკა მელიამ განაცხადა გადაცემაში “რეაქცია”

“სცენასთან ვიდექი და მეც გამიკვირდა. ფონოგრამა შეეშალათ. ადამიანმა თქვა, შემეშალა ფონოგრამაო. მე არ მინერვიულია, მაგრამ ბატონმა ბუბამ ინერვიულა. აშკარად არ იყო დაგეგმილი. შეეშალა ფონოგრამა და აღიარა ადამიანმა. სამწუხაროა, მაგრამ ბუბა კიკაბიძეს ეპატიება ეს. ბევრჯერ გაუხარებია მილიონობით ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახი, ქართველი, რუსი თუ სხვა. ბევრი აპოლიტიკური ადამიანი გაუხარებია. ჩვენთვის მოულოდნელი იყო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე – მოკლედ, ელდა გეცათ, – ნიკა მელია ასე პასუხობს: თმები ყალყზე დამიდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად