ნიკა მელია: ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, გავრილოვებს და ვაგინებდი ივანიშვილს

“პირველ სართულზე რომ ჩამიყვანეს, გადავსებული იყო იქაურობა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. სამი წუთი პაუზა დაკიდეს, სიგნალს ელოდნენ, ვიდრე გარეთ გამიყვანდნენ. ეს სამი წუთი ყველა მათგანი მე მიყურებდა ინტერესით. გამიყვანეს ბოლოს და ჩამსვეს მანქანაში. არ უძალადიათ. ორივე მხარეს სპეცრაზმელი მეჯდა. წინ – მძღოლი”.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია “მთავარი არხისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, სადაც ის ნიკა გვარამიას მიერ საპატიმროში გაგზავნილ შეკითხვებს პასუხობს

-სპეცოპერაციის დღე გაიხსენე, შენი აყვანის მომენტიდან მოყოლებული:

-როგორც კი გამომიყვანეს, პირველივე კიბის უჯრედზე გამომძიებელმა წამიკითხა განჩინება და დამადო ხელბორკილები. სამივე სართულის კიბის უჯრედზე კორიდორი იყო გაკეთებული და ორივე მხარეს 2-2 რიგად იდგნენ სპეცრაზმელები. თავიდან ძალიან უხეშობდნენ და ხმამაღლა დავიყვირე, გულიც რომ ამომაცალოთ და სულიც რომ ამომიღოთ, ტყვიაც რომ დამახალოთ შუბლში, მაინც მე ვარ თქვენზე გამარჯვებული და შეწყვიტეთ ძალადობათქო. პირველ სართულზე რომ ჩამიყვანეს, გადავსებული იყო იქაურობა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. სამი წუთი პაუზა დაკიდეს, სიგნალს ელოდნენ, ვიდრე გარეთ გამიყვანდნენ. ეს სამი წუთი ყველა მათგანი მე მიყურებდა ინტერესით. გამიყვანეს ბოლოს და ჩამსვეს მანქანაში. არ უძალადიათ. ორივე მხარეს სპეცრაზმელი მეჯდა. წინ – მძღოლი. აშკარად არ იყო თბილისიდან, შსს სამმართველოს ვერ მიაგნო, სად უნდა გადაეხვია და რა გზით ევლო, არც იცოდა. ხელბორკილიანი ხელი დავადე და ვკითხე, საიდან ხარ, საიდან ჩამოგიყვანეს, აშკარად წარმოდგენა არა გაქვს გზებზე თქო. დანარჩენებმა გაიცინეს. შემიყვანეს ორთაჭალში, სამმართველოში. 25 წუთი ვისხედით გაუნძრევლად. ბოლოს შეცვალეს ისინი ვინც გვედით მეჯდა ორი ახალი, უფრო წარმოსადეგად ჩაცმული სპეცრაზმელით. 5 წუთიც მოიცადეს და გადამიყვანეს. რომ გადავედი, დამხვდა სამი კამერა, ბუმერი, და ათამდე გადამღები პერსონალი. მივხვდი, რო დამამცირებლად უნდოდათ ხელბორკილებით ჩემი შეყვანა და ამის გადაღება, რომ მოგვიანებით ეჩვენებინათ. არ მივეცი ამის შესაძლებლობა. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, გავრილოვებს და ვაგინებდი ივანიშვილს. ამის გადაღება შეძლეს და თუ უნდათ, აჩვენონ, მე წინააღმდეგი არ ვარ. რამდენადაც ვიცი, არ უჩვენებიათ. ძალიან დაბნეულები იყვნენ. შემიყვანეს შენობაში, ე,წ, ოპერების ოთახში. მოვითხოვე ტვ ჩაერთოთ და ჩამირთეს. ავტომატურად მთავარი არხი ჩაირთო, თან შენ იყავი ეთერი. დავცინე, რა იყო, თქვენც მთავარს უყურებთთქო. რამდენიმე წუთი მაყურებინეს და მერე გამომირთეს, გარედან მიიღეს ინსტრუქცია.

შეგახსენებთ: “ნაციონალური მოძრაობის” ახლადარჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია 23 თებერვალს პარტიის ოფისში დააკავეს.ნიკა მელია დააკავეს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...