ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილო და ბატონო სერგეი გავრილოვო, თავისუფლების იდეა არ სამართლდება!

თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება! არ გასამართლებულა არასდროს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება! – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ, მისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ განაცხადა.

“ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არის მომხრე უკეთესი ხვალინდელი დღისა, არის მომხრე განვითარებული საქართველოსი.

რა დილემის წინაშე ვდგავართ, ან თავისუფალი საქართველო, ან დამონებული საქართველო, ან ღირსეული საქართველო, ან ღირსება აყრილი საქართველო, ან ოკუპანტის ბორკილები.

თავისუფლების იდეა ბიძინა ივანიშვილო, თავისუფლების იდეა ბატონო სერგეი გავრილოვო, არ სამართლდება! არ გასამართლებულა არასდროს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში და ბუნებრივია არც ახლა გასამართლდება!

ეს ძალმომრეობა და ძალადობა დამთავრებულია, თქვენ გაწყვიტეთ ის ჯაჭვი, რომელიც გეგონათ რომ იყო ძალინ მყარი, ჯაჭვი უკანონობისა, ჯაჭვი უსამართლობისა და ეს უსამართლობის ძლიერება რომელიც თ1ვენ გეგონათ იქნებოდა სამარადჟამოდ დასრულებულია.

მე საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ. ჩვენ დღეს გამარჯვებულები ვართ არამხოლოდ პოლიტიკურად, ზნეობირივად, სულიერადაც გამარჯვებულები ვართ, იმიტომ რომ ამ ყველაფრისთვის უამრავ ჩვენ წინაპარს უცხოვრია, რომ პატივი ჰქონოდა წილად და ებრძოლა და მოეპოვებინა შედეგად თავისუფლება და აგერ ვართ, ბრძოლის წინა ხაზზე, ფინიშის სწორზე, სადაც თავისუფლება ერთი ხელის გაწვდენის მანძლზე არის.” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, დღეს 6 საათიანი განხილვის შემდეგ., თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გაითვალისწინა საქართველოს გენერალური პროკურორატურის შუამდგომლობა და ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახედ შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.

გუშინ, 88 მომხრე 2 წინააღმდეგი მე-10 მოწვევის პარლამენტში, “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის შუამდგომლობას და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ამავე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერეს დასასამართლოს მიერ შეფარდებული გირაოს პატიმრობით შეცვლაზე თანხმობა მისცეს.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დავით ზილფიმიანმა და  ფრიდონ ინჯიამ, საკომიტეტო მოსმენაზე მხარი არ დაუჭირეს შოთაძის შუამდგომლობას. ხოლო სასესიო დარბაზშივე ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მხარი არ დაუჭირეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობას, რომელიც პარლამენტს საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა წარუდგინა.

გუშინვე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

ცნობისთვის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გამკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.
სასამართლომ 40 000 ლარის გადახდის ვადად 50 დღე განსაზღვრა.

2021 წლის 5 თებერვალს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გირაოს პირობების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ გაფრთხილების მიზნით, ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს

2021 წლის 12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგმლობით პარლამენტს მიმართა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...