ნიკა მელია: ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ მისგან ლანძღვა-გინების მოთმენას!

“მართლაც ივანიშვილის კალთას ამოფარებული პაპუაშვილი. ერთი სიკეთე მაინც რა გაუკეთებია?! ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. მთაწმინდის მაჟორიტარი იყო და ერთი მთაწმინდელი მანახეთ, ვინც იტყვის, რომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეასრულა! ახლა დიდუბეში გახდა, მაგის საკრიტიკებელი ვინ არის?!”

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის შენობის შესასვლელთან მას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა “ქართული ოცნების” წევრ ზაზა პაპუაშვილთან.

“ბევრი რამ შერჩა ზაზა პაპუაშვილს და არ ვაპირებ ამ დეპუტატად წოდებული პაპუაშვილის ლანძღვა-გინების მოთმენას, რომელსაც ადგილი აქვს დღენიადაგ” -თქვა ნიკა მელიამ, თუმცა დაპირისპირების დეტალებზე საუბარი არ ისურვა..

პარლამენტის დეპუტატები ნიკა მელია და ზაზა პაპუაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ინფორმაციას თავად ზაზა პაპუაშვილიც ადასტურებს და აცხადებს, რომ შემთხვევა პარლამენტის ეზოში მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...