ნიკა მელია: ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი მაქვს სათქმელი, 21:00 საათზე მექნება ბრიფინგი

ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისის დატოვების შემდეგ ირაკლი კობახიძესთან მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ განმარტა, ბევრი აქვს სალაპარაკო, სათქმელი და 21:00 საათზე ბრიფინგზე ისაუბრებს.

„ყველამ ძალიან კარგად დაინახა, განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორმა სახელმწიფოს ელჩებმა, თუ რა ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე, რას აწყობდნენ. მათი თხოვნა იყო, ჩვენ ვყოფილიყავით ფხიზლად და არ წამოვგებულიყავით პროვოკაციას, რომელსაც აქ აწყობდა რეჟიმი, რომელიც ძალადობს ადამიანებზე ყოველდღიურად, ამაზე ნათლად „ქართული ოცნებას“ რომ მოენდომებინა, საკუთარ თავს ვერ წარმოაჩენდა მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ბევრი მაქვს სალაპარაკო, ბევრი მაქვს სათქმელი, 21:00 საათზე მექნება ბრიფინგი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, როდესაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომენტარს აკეთებდა, მასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარები
იტვირთება...