ნიკა მელია: ასეთი ვერსიაცაა, რომ ოპოზიციური ველიდან გავაქროთ სხვა პარტიები, მაგრამ ყველაზე მეტად ივანიშვილი მოიგებს

ასეთი ვერსიაცაა, რომ ოპოზიციური ველიდან გავაქროთ სხვა პარტიები, მაგრამ ყველაზე მეტად ივანიშვილი მოიგებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“რა შეიძლება მიგვეღო ამ შეთანხმების შემდეგ, ამას განგებ არ ვეხები. შეიძლებოდა გრძელვადიანში პარტიას მიეღო გადაწტვეტილება, რომელიც ოპოზიციურ ველს მოასუფთავებს, სადაც დასუსტდება ყველა ოპოზიციური პარტია და დარჩება ორი მონსტრი – “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. სკამისკენ არ მივისწრაფი და არ მინდა ვიხილო “ნაცმოძრაობასა” და დანარჩენ პარტიებს შორის ომი, სადაც მაღალი ალბათობით ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ყველაზე მეტად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილი.

მგონია, რომ რიგმა პარტიებმა მცდარი ნაბიჯები გადადგეს და მათ დახმარება სჭირდებათ. ვიღაცას ჰგონია, რომ კარგი ნაბიჯი გადადგა, სინამდვილეში კი ასე არ არის. შესაძლებელია დავამარცხოთ ისინი და ველიდან გავაქროთ ისინი ამ ორი წლის განმავლობაში, მაგრამ სახელმწიფო ან გექნება ან არა. შესაბამისად, ასეთ გადაწყვეტილებას არ ვგულშემატკივრობ, თუმცა არის ასეთი ვერსიაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...