ნიკა მელია: ასეთი ხელისუფლება საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით ამთავრებს

“რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნების მიღმა”,-ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“იქ სადაც აღარ არსებობს სასამართლო, იქ სადაც გვეუბნებიან, რომ სასამართლოა იქ, რომელსაც მართავს მურუსიძე და ჩინჩალაძე და პარლამენტია, რომელსაც მართავს კობახიძე და შსს-ია, რომელსაც მართავს გახარია და ა.შ. ასეთი ხელისუფლება ამთავრებს საკუთარ მოვღვაწეობას რევოლუციით. დიახაც, რევოლუცია მოხდება ან საარჩევნო ურნებთან, ან საარჩევნო უბნების მიღმა,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ელენე გოგუაძემ არ დააკმაყოფილა პარლამენტის წევრების: რომან გოცირიძის, ნიკა მელიას, კობა ნაყოფიას და მამუკა ჩიქოვანის თავდებობის წერილი, რომლითაც თავდებში უდგებოდნენ “სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას. სასამართლომ ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად