ნიკა მელია: არსებობს ისტორიის სწორი მხარე და ოლიგარქია – ფარცხალაძე, ჩინჩალაძე, მურუსიძე

არსებობს ისტორიის სწორი მხარე და ოლიგარქია – ფარცხალაძე, ჩინჩალაძე, მურუსიძე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

კითხვაზე, ამ სისტემის დატოვება ორივე ამ პარტიის – “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებში ხომ არ არის? – პასუხობს:

“არ არსებობს აქ ეს ორი მხარე. არ არსებობს აქ “ნაციონალური მოძრაობა”, “ლეიბორისტული პარტია”, “ევროპული საქართველო”, “გირჩი” თუ სხვა პარტია. არსებობს ისტორიის სწორი მხარე, სადაც ყველას უნდა ნათელი მომავალი. მეორე მხარეს სახელმწიფო კი არაა, არამედ ოლიგარქია – ფარცხალაძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე”, – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად