ნიკა მელია: არსად შევარდნას არ ვაპირებ, მზად ვარ, თმა გავიჩეჩო

არსად შევარდნას არ ვაპირებ, მზად ვარ, თმა გავიჩეჩო”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ “მთავარ არხზე” საპროტესტო აციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

“მე პირადად მზად ვარ, თმა გავიჩეჩო, ანუ, არსად შევადრნას მე არ ვაპირებ, არც სახურავზე აძრომას, მაგრამ მაგრად ბრძოლას ვაპირებ.”,-ამბიბს ნიკა მელია.

დღეს, 17 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 15 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, მთავრობის გადადგომას და შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად