ნიკა მელია: არჩევნებში გაიმარჯვებს ის, ვინც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს

NDI- ს კვლევის შედეგები, „აიპრესთან“ საუბრისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ შეაფასა.
 

„სამწუხაროა, როდესაც ხედავ, რომ ხელისუფლება არის აბსოლუტური ბანკროტი. ეს უკვე საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ირწმუნა. ვინაიდან, ხელისუფლებაში ამჟამინდელ მთავრობას მხოლოდ ერთი წელი დარჩა. მათ არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. პრობლემა ის არის, რომ დაიკარგა იმედი ხვალინდელი დღის და უკეთესი მომავლის. ეს ყველაფერი კარგად აისახა კვლევაში", – განაცხადა მელიამ.

მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

"დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წელს გაიმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ შეცდომებზე არის ნასწავლი, გააზრებული აქვს რა იყო პოზიტივი და რა ნეგატივი და ქვეყანა დადგება ისევ განვითარების გზაზე. ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად ჩამოშორდება ხელისუფლებას, ამაში ვარ დარწმუნებული, ვინაიდან 3 წელიწადი არის საკმარისი ყველასთვის, რომ დაენახათ ამ ხელისუფლების უმოქმედობა. ერთადერთი რასაც ისინი აკეთებდნენ წარსულში ქექვა იყო. წარსული არ გვაინტერესებს, ჩვენ გვაინტერესებს ხვალინდელი დღე, რომელსაც ვერ გვთავაზობს ახლანდელი მთავრობა“,- განაცხადა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად