ნიკა მელია: არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ

“არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ,დიახ ახლავე უნდა დავიწყოთ”,-ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა.

“სხვა იყო 2016 წელს, ვიდრე 2018 წელს. 2018 წელს ბიძინა ივანიშვილმა ნამდვილად მოიპარა არჩევნები. შუალედური არჩევნები იყო, საზომად ვერ გამოდგება ვერც შარშანდელი და ვერც წლევანდელი, მესამე შანსი ხელისუფლების ცვლილების გვეძლევა 2020 წელს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს თუ ჩაინიშნა არჩევნები, 17 ოქტომბერს უნდა მოვიკრიბოთ მთელი ძალ-ღონე. ყველას ვეთანხმები, რომ არჩევნები არჩევნებამდე უნდა მოვიგოთ,დიახ ახლავე უნდა დავიწყოთ. მაგრამ იმის თქმა, რომ მთაწმინდაზე, ზუგდიდსა და ზესტაფონში დამარცხდა ოპოზიციური კანდიდატი, ე.წ. ამას ვერ გავაგდებთ არჩვენებით, არ არის სწორი,“ -განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...