ნიკა მელია: არ მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პარტიას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს

არ ვაპირებ ვიყო “ნაცმოძრაობის” ის თავმჯდომარე, რომელიც იმდაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლითაც პარტია საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და ამით მტერს გავახარებ შინ და გარეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

“საერთაშორისო პარტნიორებთან მაქვს კომუნიკაცია და ისინი მიესალმებიან პარტიაში მაქსიმალურ ჩართულობას. მათთვის მთავარია შედეგი. ყველა ფაქტორი გასათვალისწინებელია. ჩვენი მხარდამჭერების აზრიც, რომელიც სხვადასხვა კატეგორიისაა. ამ ადამიანების ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული და არა მარტო ის, რომ ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება.

მეორე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ფაქტორი. არ ვაპირებ ვიყო “ნაცმოძრაობის” ის თავმჯდომარე, რომელიც იმდაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომლითაც პარტია საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება და ამით მტერს გავახარებ შინ და გარეთ”, – თქვა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...