ნიკა მელია ამბობს, რომ აშკარად ციხეში უფრო წყნარად და მშვიდად გრძნობდა თავს

ნიკა მელია ამბობს, რომ აშკარად ციხეში უფრო წყნარად და მშვიდად გრძნობდა თავს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა.

ბუკა პეტრიაშვილის კითხვაზე, სადაც უფრო წყნარად და მშვიდად გრძნობდა თავს აქ თუ ციხეში? – ნიკა მელია პასუხობს, რომ “იქ, აშკარად”.

“დღის განმავლობაში ელემენტარული ინფორმაცია რომ მივიღო, ტელეფონის მეშვეობით მიგდებენ ლინკებს და ასე ვეცნობი. დამიჯერეთ, ვერ ჩავრთე ტელევიზორი”, – თქვა მელიამ.

ეკა მიშველაძის რეპლიკაზე, რომ თან სულ ტელევიზორშია, მელია პასუხობს:

“ვცდილობ, რომ არ ვიყო, მაგრამ არ გამომდის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...