ნიკა მელია: 2018 წელს თბილისში 153 000 ხმა ავიღეთ, დანარჩენმა ოპოზიციამ – 108 000, მაგრამ ერთობას ალტერნატივა არ აქვს

“არ დაგიმალავთ, ჩვენ დავინახეთ რისკი, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის სრული შეთანხმება გართულდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემა “პოლიტმეტრში” განაცხადა.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” დაინახა ეს პრობლემა. ძალიან ახალი პარტია ჩამოყალიბდა. ზოგი რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება როგორც პარტია, მაგალითად როგორიცაა ალეკო ელისაშვილის პარტიას. ესენი ძირითადად პოულობენ ელექტორალურ მოჭიდებას თბილისში. მათი ძირითადი ინტერესი არის თბილისი. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ ამ ერთობით ვყოფილიყავით წარმოდგენილი. ჩვენ ვთქვით, რომ გლდანსა და სამგორში ვაყენებთ კანდიდატებს და ჩვენ აქ ვიწყებთ მუშაობას.

ჩვენ თავისუფლად მოვახერხებდით ყველა ოლქში კანდიდატურის წარდგენას, თუმცა ერთობას ალტერნატივა არ აქვს. სამართლიანობის პრინციპით თუ ვიხელმძღვანელებთ, 2018 წლის პირველ ტურში ჩვენმა ბლოკმა თბილისში 153 000 ხმა აიღო, მთელმა ოპოზიციამ ერთად 107 თუ 108 ათასი, “ოცნებამ” ჩვენზე ნაკლები აიღო პირველ ტურში. ამ ლოგიკით რომ გვეხელმძღვანელა სხვა რამეს ვიტყოდით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად