ნიკა მელია: 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება

“არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო ამნისტიის წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე!”

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„პოლიტიკური ამნისტია რომ გამოეცათ, ამასთან მიმართებაში პრობლემა არავის ექნებოდა. ის სივერაგე, მზაკვრულობა, რაც შეიმუშავეს, ხელმომწერ პარტიებს ერთი უთხრეს და სინამდვილეში მეორე დაახვედრეს, აქ ჩანს ამ ხელისუფლების ხასიათი და ბუნება. მე წინააღმდეგი არ უნდა ვიყო ამ სახის ამნისტიის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შემეხება. ამაზე არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! ხომ არ დაავიწყდათ, რის გამო ვყავდი ციხეში, პარლამენტის შენობიდან გამომაგდეს გარეთ, თამარ ბაღაშვილს გამოვესარჩლე, როგორც დეპუტატი და ასე აღმოვჩნდი სცენაზე რუსთაველის გამზირზე, მერე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემი პერსონალური თანხმობა სადაც საჭიროა, ახლავე ვეუბნები, რომ შეიძლება „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან აკურატულად კოხტად დაახვიოს გრაგნილად და თაროზე შემოდოს. ეს არის წარმოუდგენელი. ყველაფერს გავაკეთებ კოლეგებთან ერთად, თუ იოტისოდენა შანსი არის რომ მეტასტაზირების ეს პროცესი შევაჩეროთ. 20 ივნისი არ არის ჩვეულებრივი კალენდარული დღე – ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს ამ ცხელ უთოზე, ყველა დაიწვება. 20 ივნისის დამახინჯება, გადაწერა არავის შეუძლია. მე რასაც შევძლებ მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად, აუცილებლად გავაკეთებ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...