ნიკა მაჭუტაძე: გთხოვთ, გონს მოეგეთ, თქვენ ხელგეწიფებათ, ქვეყანას აარიდოთ ტრაგედია – წამზომია ჩართული, ქვეყანაშია ცაიტნოტი

“თქვენ ხელგეწიფებათ, გადაარჩინოთ ქვეყანა სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ტრაგედიას. ამიტომ, დროზე მიიღეთ ზომები. წამზომია ჩართული, ქვეყანაშია ცაიტნოტი, ზომები მიიღეთ სასწრაფოდ” – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები და გადაარჩინონ სააკაშვილის და მასთან ერთად ბევრი ადამიანის სიცოცხლე.

„ვეყრდნობი ექიმების, ადვოკატებისა და სახალხო დამცველის მონაცემებს – საქართველო დგას ტრაგედიისა და კატასტროფის წინაშე, რომელიც შეიძლება, დადგეს ძალიან მალე. ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ, გთხოვთ, გონს მოეგეთ, თქვენ ხელგეწიფებათ, ქვეყანას აარიდოთ ტრაგედია, გადაარჩინოთ ერთი ადამიანის და მასთან ერთად ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე. ვგულისხმობ, მოშიმშილეთა საზოგადოებას. თქვენ ხელგეწიფებათ, გადაარჩინოთ ქვეყანა სახელმწიფოებრივ და ეროვნულ ტრაგედიას. ამიტომ, დროზე მიიღეთ ზომები. წამზომია ჩართული, ქვეყანაშია ცაიტნოტი, ზომები მიიღეთ სასწრაფოდ“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

კომენტარები
იტვირთება...