ნიკა მაჭუტაძე: ჩვენი კოლეგები საუბრობენ ეფემერულ კოალიციაზე არჩევნების შემდეგ, სააკაშვილმა კი ეს კოალიცია 2018 წელს გააკეთა

ეს განცხადება ნიკა მაჭუტაძემ ტვ ,,პირველის” ეთერში გააკეთა.

,,დღეს ოპოზიციაში რაც ხდება, ჩემთვის სრულიად გაუგებარია მათი სტრატეგია, თუ ტაქტიკა, რომელიც გულისხმობს უძირითადეს ოპოზიციურ ძალაზე თავდასხმას-ეს არის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია”. სააკაშვილს საყვედურობენ როგორც პრემიერობის კანდიდატს , მის პარტიას ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობენ კოალიციურობის სახელით, გაერთიანების სახელით, სიის მთლიანობის დარღვევის გამოგონილ ამბებზე. როდესაც ჩვენი კოლეგები საუბრობენ ეფემერულ კოალიციაზე არჩევნები შემდეგ სააკაშვილმა ეს კოალიცია 2018 წელს უკვე გააკეთა და 2020 წელს დამატებით 2 სუბიექტი შემოუერთდა.
კაცს საყვედურობენ რომ ერთიანობის წინააღმდეგია ის პარტიები, რომლებსაც ერთ პოლიტიკურ სუბიექტთანაც არ გაუკეთებიათ ბლოკი და გაერთიანება”-განაცხადა მაჭუტაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად