A1 ბანერი

ნიკა კვეკვესკირი: ოდესღაც ყველა ცუდი სტატისტიკა მთავრდება, იმედია, ხვალ მოვიგებთ…

ხვალ, 26 მარტს, ევრო 2020 ის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურის მატჩში, დუბლინის “ავივა” არენაზე, ერთმანეთს საქართველოს და ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გუშინ ნაკრების ფეხბურთელებმა დუბლინის მთავარ არენაზე ივარჯიშეს.

ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ქართველი ფეხბურთელების კითხვებს უპასუხა.

“ფეხბურთელების თავმოყვარეობაზე ბევრი რამ მოქმედებს… პირველ რიგში, ბოლო თამაშში შვეიცარიის წინააღმდეგ ჩაგდებული მეორე ტაიმი. აუცილებელია რეაბილიტაცია ამ ყველაფრის შემდეგ და მომდევნო ტამაშისთვის სათანადოდ მომზადება.

სამწუხაროდ, ირლანდიასთან ძალიან მძიმე სტატისტიკა გვაქვს… არცერთი გამარჯვება არ გვაქვს, მაგრამ ოდესღაც ყველა სტატისტიკა მთავრდება და იმედი მაქვს, ეს ხვალ დასრულდება” – განუცხადა ჟურნალისტებს ნიკა კვეკვესკირმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...