სტრასბურგმა ნიკა გვარამიას სარჩელი ლადო ჭანტურიას აცილებაზე არ დააკმაყოფილა

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებთ, განხილული იქნა “რუსთავი 2” -ის დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ მოთხოვნილი, მოსამართლე ლადო ჭანტურიას აცილების შამდგომლობა, რომელიც უარყოფილიქნა, როგორც “სრულიად დაუსაბუთებელი”-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...