ნიკა გვარამიას მოადგილე: ”რუსთავი 2” დემოკრატიული მედიაგარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. ამის შესახებ მან "აიპრესს" განუცხადა და დასძინა, რომ დღეს „რუსთავი2“ პლურალისტური და დემოკრატიული მედიაგარემოს შექმნაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. 

„მინდა გითხრათ, პრაქტიკულად დარწმუნებულები ვართ ამაში იმიტომ, რომ არსებობს რიგი დარღვევები, რის საფუძველზეც სტრასბურმა ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. პრინციპში, ამ მუხლის გამოყენება მედიასაშუალებასთან მიმართებაში პირველად მოხდა. ეს იქნება პრეცედენტული შემთხვევა,რაც სტრასბურგმა იმიტომ მიიღო, რომ „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის, და ამით საქართველოში მედიაპლურალიზმის დასრულების საშიშროება არსებობდა. დღეს „რუსთავი2“ გადამწყვეტ როლს თამაშობს იმაში, რომ მედიაგარემო იყოს პლურალისტური და დემოკრატიული.

„რუსთავი2“ გააგრძელეს თავის საქმიანობას, არ შეცვლის თავის სარედაქციო პოლიტიკას, როგორც კანონმორჩილი ტელევიზია დაელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეცდება, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას ევროპულ ფასეულობებზე და იმ სიკეთეებზე, რასაც ევროპა მოუტანს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ტელევიზიამ თავიდანვე განაცხადოს, რას ემსახურება, რომელ იდეოლოგიურ პლატფორმაზე დგას და რა არის მისი საბოლოო მიზანი. ჩვენს შემთხვევაში თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ტელევიზია ევროინტეგრაციისა და ევროპული ფასეულობების მომხრეა და ამიტომ მხარს დაუჭერს ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებას ევროსტრუქტურებში. ეს იქნება ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები თუ რესპუბლიკელები, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს.

ყველა ის პარტია, რომელიც თავის მიზნად დაისახავს საქართველოს ევროპულ განვითარებას, ჩვენს მიერ იქნება პოპულარიზირებული და მოწონებული, მაგრამ მგონი უკვე დადგა დრო „რუსთავი2-მა მოიშორის ეს ყველა მიწებეული „იარლიყი“. „ნაციონალური მოძრაობის“ ორ პატიაზე გაყოფისას გამოჩნდა, რომ „რუსთავი2“ არცერთ მათგანს არ ანიჭებს უპირატესობას და განაგრძობს ყველას გაშუქებას ისეთივე დოზით და ისეთივე ობიექტურად, როგორც აქამდე ხდებოდა. ამიტომ, გარწმუნებთ, „რუსთავი2“ აძლევს როგორც ყოველთვის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, ყველა პატიას და ყველა იმ ძალას გაშუქების საშუალებას და პლატფორმას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის, სამომავლო განვითარებისთვის სასიკეთო იქნება. მედიის დაფინანსების წყარო იმის მანიშნებელია, ვის ინტერესებში მოქმედებს ესა თუ ის მედია, ამიტომ წყაროს მითითება და გამჟღავნება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაყურებელმა, მკითხველმა თავიდანვე იცოდეს, ვის პოზიციას და ვის ინტერესებს იცავს ესა თუ ის ტელევიზია.

ჩვენ ვიცით, რომ აბსოლუტურად ობიექტური ტელევიზია არ არსებობს. ეს შეიძლება იყოს ტელევიზიის იდეოლოგიური პოზიცია, მაგრამ არის ტელევიზიები, სადაც გაშუქება ნაყიდი თანხით ხდება, ამიტომ იმისთვის, რომ ეს გამოირიცხოს, უნდა ვიცოდეთ ვინ აფინანსებს ამა თუ იმ ტელევიზიას და ამ შემთხვევაში, უკვე ჩვენი არჩევანი იქნება რომელ მედიასაშუალებას დავუჯეროთ და რომელი მედიასაშუალების ინფორმაცია დავაყენოთ კითხვით ნიშნის ქვეშ. ჩვენ ყოველთვიურად ვუგზავნით მარეგულირებელ კომისიას სრულ ნუსხას იმ თანხების, რომელიც რეკლამიდან და სპონსორიდან შემოგვდის. ამ ინფორმაციას არ ვმალავთ, თუმცა რაოდენობრივად, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჯაროდ თანხების მითითება მიზანშეწონილი არ იქნება“,-აღნიშნა მაკაშიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად