ნიკა გვარამიამ 40 000-ლარიანი გირაო გადაიხადა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილამ გენრალურ დირექტორმა და “მთავარი არხის” დამფუძნებელმა ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ დაკისრებული 40 000 ლარიანი გირაო გადაიხადა.

ამის შესახენ “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს,

შეგახსენებთ, 2019 წლის 11 აგვისტოს სასამართლოში პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვდა. თუმცა, სასამართლომ გვარამის 40 ათასლარიანი გირაო და ქვეყნიდან გამოძიების ნებართვის გარეშე გაუსვლელობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 2019 წლის 9 აგვისტოს ბრალი წარედგინა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად