ნიკა გვარამია: უზენაესმა სასამართლომ გადაარჩინა ქვეყნის იმიჯი!

"უზენაესმა სასამართლომ გადაარჩინა საერთო სასამართლოების და ქვეყნის იმიჯი",- ასე გამოეხმაურა "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო. 

"ეს გადაწყვეტილება მაინც არ არის უნაკლო. დადგენილების ერთ-ერთი ნაწილი პრობლემატურია, რადგან უზენაესმა სასამართლომ დაადგინა ჩვენი საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. მინდა შევახსენო მათ, რომ ეს საქმე არ არის დავა მხოლოდ მხარეებს შორის, ეს საქმე არის დავა, რომელიც აინტერესებს 100 000 ობით ადამიანს და ჩვენ ვგეგმავთ ამ პროცესების საზოგადოებისთვის ჩვენებას, როგორც ვაკეთებდით სხვა ინსტანციებში. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ უზენაეს სასამართლოს დანიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება ნახოს მისთვის სასიცოცხლო პროცესი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, რუსთავი 2 მა გაიმარჯვა, გაიმარჯვა არასამათავრობო სექტორმა, რომელიც ჩვენს გვერდით იყო, გაიმარჯვეს იმ პარტიებმა, რომლებიც ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით იყვნენ და რაც მთავარია გაიმარჯვა ქართულმა მართლმსაჯულებამ. უზენაესმა სასამართლომ გადაარჩინა საერთო სასამართლოების და ქვეყნის იმიჯი, საბოლოო გამარჯვებამდე დარჩენილია გადაწყვეტილება" – განაცხადა ნიკა გვარამიამ.",- განაცხადა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად