ნიკა გვარამია: სუსს აქვს მტკიცებულებები, რომ გიორგი გაბუნიას საქმე მიდის პუტინამდე, უბრალოდ აღარ იცის რა ქნას

ტელეკომპანია “მთავარია არხის ” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა ვასამბეკ ბოკოვის, რომელიც გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვებშია ბრალდებული.

გიორგი გაბუნია: “ძირითადად, კითხვები შეეხებოდა იმას, საიდან მქონდა ინფორაცია, რომ ჩემზე თვალთვალი მიმდინარეობდა და ჩემი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. შემდეგ, იყო კითხვა იმასთან დაკავშირებითაც, ბრალდებული პირადად თუ მინახავს ან თუ შემხვედრია. არა, თქვენც რომ ნახოთ რეალურ ცხოვრებაში, ასეთი ადამიანი რომ შეგხვდეთ, აუცილებლად დაგამახსოვრდებოდათ. არ მინახავს, მაგრამ ეს არსებითად არ ცვლის ვითარებას.

ამიტომაც, თვითონ ბრალდებასაც და დაცვასაც ამ მიმართულებით აინტერესებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ლიკვიდაცია ვერ მოხდა, რამდენად დაასახიჩრა ამან ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.

ნიკა გვარამია: ” უსიამოვნო შეგრძნებით გამოვედი, ძლოკვი იჯდა ჩვეულებრივად, რაღაცნაირი ხმით. შეიძლება ადამიანის უფლებებს ვარღვევ, მაგრამ მე ასე წარმომიდგენია ქილერი.

მე მქონდა ინფორმაცია მარტში, უკრაინული წყაროებიდან და ვიცოდი, რომ საქართველოს შესაბამისი სამსახურები ფლობდნენ ამ ინფორმაციას, ანუ მიიღეს უკრაინიდან და მუშაობდნენ. ამიტომ, ჩვენ ვიყავით ძალიან ფრთხილად, არ ჩავერიეთ ამაში, არ გამჟღავნებულა ეს. სულ სამმა ადამიანმა ვიცოდით – მე, გიორგიმ და მისი დაცვის უფროსმა. ამის შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი. რაც ზუსტად ვიცით და არის ახალი ინფორმაცია, სუსს აქვს იმის მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი მიდის პუტინამდე, და უბრალოდ აღარ იცის რა ქნას”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ,  “ფორმულამ” სუს-ის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა.

მოგვიანებით, “მთავარი არხის” დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის დაკვეთით რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი “მთავარი არხის” ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით მოგვიანებით გაავრცელა განცხადება. სადაც, აღნიშნულია რომ რუსეთის მოქალაქე დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თუმცა, კონკრეტულად ვის მკველობას გეგმავდა  ვასამბეკ ბოკოვი განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

2020 წლის 17 ნოემბერს სახელმწიფო ბრალდებამ გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ ვასამბეკ ბოკოვს ბრალი დაუმძიმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად