ნიკა გვარამია სხვა ტელევიზიებს: სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ!

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც “მთავარი არხის” ამოქმედებას სექტემბრიდან გეგმავს, ტელევიზიებს სოციალურ ქსელში მიმართავს:

“სხვა ტელევიზიებს: სანამ დრო გაქვთ, იპარპაშეთ!  დრო ძაან ცოტაა. სექტემბერში სხვა იქნება მთავარი არხი და მორჩება პარპაში.

მოკლედ: სექტემბრიდან ეთერში – მთავარი არხი. ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება” -წერს ნიკა გავრამია. ✌🏻

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  გაავრცელა ინფორმაცია, ტელეკომპანია “მთავარი არხის” დაფუძების შესახებ.

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში საჯარო რეესტრის დოკუმენტსაც აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...