ნიკა გვარამია: სალია თუ სადმე შემხვდება კბილებს ჩავუმტვრევ, გავუსწორდები როგორც კაცი კაცს

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“თუ ვიქნები მე მივიღებ კანონიერ გადაწყვეტილებას და ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო ყველა ვარიანტში თავს შევიკავებ. აი თუ არ ვიქნები გამორიცხულია, რომ ამ კაცს საფლავში არ ჩავყვე და მისი აქ ჩამოსვლა შეუძლებელი არ გავხადო და თუ ჩამოვა დაიჭირონ.

რაც შეეხება პაატა სალიას, პირდაპირ ვეუბნები, სადმე თუ შემხვდება ჩავამტვრევ კბილებს. აუცილებლად გავუსწორდები, როგორც კაცი კაცს. პირდაპირ ვეუბნები ეთერიდან. მე რიმ ქურდობას მაბრალებენ თან იმ კომპანიაში სახლიდან ფული რომ მაქვს მიტანილი და 7 წელი ნათრევი რომ მაქვს. 2012 წელს რომ მივედი და დამფუძნებლებმა მითხრეს, რომ ყველაფერი დახურე მარტო კურიერი და სერიალები იყოსო და გახდა ხუთჯერ უკეთესი. მათ შორის “იმედზე” უკეთესი გახდა, რომელსაც მილიონებს ასხამდნენ”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად