ნიკა გვარამია: სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს

სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვის ხვდებოდა ციხის საავადმყოფოში.

“სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შიმშილობას შეწყვეტს ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილის აშენებულია და მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილია. ვფიქრობთ, რომ მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან, მთავარია ვიცოდეთ სპეციალისტებისგან, რომ იქ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები. ეს ეხება ყველა კონსილიუმის მონაწილეობას, როგორც სახელმწიფოს მიერ შექმნილი ჯგუფის, ისე მარიამ ჯიშკარიანისა და ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ჯგუფების ჩართულობას

სააკაშვილი დღეს იქნება გადაყვანილი ჰოსპიტალში და ხვალიდან უვე მნიშვნელოვანია, დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად წინასწარ გაწერილი პროტოკოლით და ასევე მოხდეს ყოველდღიური ანგარიშები სპეციალისტებისთვის და არა მხოლოდ ამ კლინიკის ექიმებს ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომა”, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ტრანსპორტირება მოგვიანებით განხორციელდება, რადგან ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები.

კომენტარები
იტვირთება...