ნიკა გვარამია: რუსთავი 2-ს იყიდის ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით

ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“არავითარი ტელებიზნესი იქ აღარ იქნება. ამ ტელევიზიის შემძენი იქნება ივანიშვილი ჩხარტიშვილის ხელით. ეს ტელევიზია აღარ იარსებებს, გეუბნებით. იქ იქნება კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. დასრულებული ისტორიაა. რა თქმა უნდა ივანიშვილის ინტერესია, რომ გაქრეს ბრენდი “რუსთავი 2”, მას ეს ბრენდი სძულს. ეს არის ქართული იდენტობის ნაწილი, “რუსთავი 2”-ის გარეშე საქართველო ვერავის ვერ წარმოუდგენია. ბოდიში, მაგრამ ვერცერთი სხვა არხი ვერ იტყვის ამას. ამ არხის კარები დღეს გამოკეტა პაატა სალიამ. პაატა სალია არის “რუსთავი 2″-ის ჯალათი”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად